image
23-03-2023

ახლა არის იდეალური მომენტური, რომ ამერიკულ სახაზინოებზე ფული გააკეთო - გოგა მელიქიძე

ის, რომ ჩვენ ფული დავკარგოთ ამის რისკი არ არსებობს, უფრო მეტსაც გეტყვით ამ საპროცენტო განაკვეთების ზრდით ჩვენ საკმაოდ ვსარგებლობთ, - ამის შესახებ „ბიზნეს სტანდარტში“  სტუმრობისას საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა აშშ-ში ფედის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა რაიმე საფრთხეს ხომ არ უქმნის აშშ-ში საპენსიო სააგენტოს მიერ ინვესტირებულ თანხებს.  

როგორც გოგა მელიქიძემ განაცხადა, ეს საფრთხე ჩვენ ნაკლებად გვემუქრება, რადგანაც საპენსიო სააგენტო ფულს ანაწილებს  ამერიკულ სახაზინოებში და თუ რამდენიმე თვის წინ 3%-ის იხდიდა ამერიკული სახაზინო, ახლა უკვე საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო, დღეს იხდის 5%-ზე მეტს.

„ანუ ჩვენ მანდ ფულს ვანაწილებთ მოკლევადიან პერსპექტივაში, სწორედ იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია მიმდინარეობს. 1 თვე, 1,5 თვე, რომ გაუვა ჩვენს ამერიკულ სახაზინოს მერე გადავიტანთ უფრო მაღალ პროცენტში. ბოლო ამერიკული სახაზინოები 5%-ზე მეტად ვიყიდეთ.

ახლა არის იდეალური მომენტური, რომ ამერიკულ სახაზინოებზე ფული გააკეთო ინვესტორმა, იმიტომ, რომ რისკი არის 0. ანუ საკმაოდ კარგი სიტუაციური მომენტია ფულის კეთებისთვის. ჩვენი პორტფელის 10%-ს ვაწარმოებთ ამერიკულ სახაზინოებში. სანამ იქ პროცენტი იზრდება გავუყვებით მაღალ პროცენტში ინვესტირებას“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.