image
06-01-2023

Mercedes-Benz ელექტრომანქანების დამტენების საკუთარი ქსელის შექმნას გეგმავს

გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz აპირებს ელექტრო მანქანების დამტენების საკუთარი ქსელის შექმნას მთელს მსოფლიოში - ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ჩინეთში.

კომპანია 2030 წლის ბოლომდე ელექტრომობილებისთვის 10000-ზე მეტი სწრაფი დატენვის პუნქტის შექმნას გეგმავს. პირველი სადგურები ჩრდილოეთ ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება და ისინი ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ Mercedes-Benz მანქანებისთვის, არამედ სხვა ბრენდების მანქანებისთვისაც.

კომპანია მზადაა აღნიშნულ პროექტში 1 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელოს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, შედეგად 2027 წლისთვის აშშ-სა და კანადაში დაახლოებით 400 სადგურის შექმნა 2,5 ათასი დამტენით იგეგმება.