image
30-11-2022

რა ღირს iPhone-ის ახალი სმარტფონი Rolex-ის ოქროს საათით


ამიერიდან, iPhone 14 Pro Max-ის შეძენა, რომლის უკანა პანელზე Rolex-ის საათია დატანილი, უკვე შესაძლებელია. სიახლე ბრენდ Caviar-ის დიზაინერებმა წარადგინეს. თუ სტანდარტული iPhone 14 Pro Max 1 100 დოლარი ღირს, ოქროთი და ბრილიანტის რვა თვალით გაწყობილი სმარტფონი საათით 135 000 დოლარი დაგიჯდებათ.

Golden Rolex Daytona თავისთავად ხელოვნების ნიმუშია. ახლა ის შერწყმულია Apple-ის უახლეს სმარტფონთან, რომელიც ალბათ ყველაზე აქტუალური გამოგონება გახდება.

ცნობისთვის, iPhone 14 Pro Max როლექსის საათით ლიმიტირებული მოდელია და მისი მხოლოდ სამი ეგზემპლარია ხელმისაწვდომი.

წყარო: https://www.bpn.ge/