image
23-03-2023

როდიდან შეძლებს საპენსიო სააგენტო ფონდებში გარკვეული ინვესტიციების განხორციელება?

წლის ბოლოსთვის საპენსიო სააგენტომ შესაძლოა ფულის ჩადების საშუალება საინვესტიციო ფონდებში შეძლოს. ეს დამოკიდებული იქნება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელზედაც მუშაობა ამ დროისათვის მიმდინარეობს. 
„რატომ არის ეს საინტერესო? პირველი ის, რომ ქვეყანაში ბევრი ფონდი არ გაქვს, საუბარია 3-4 ფონზე. ჩვენი ერთ-ერთი საინვესტიციო მიმართულება, როგორც აქტივის კლასი შესაძლოა მსგავსი ინვესტიციები საინტერესო გახდეს. თუ კანონი შეცვალა და ამ მიმართულებით მუშაობა მიდის, შესაძლოა ცვლილებები ზაფხულის ბოლომდეც განხორციელდეს. მერე ჩვენი მთავარი ეტაპი არის, რომ ეს ორი დამატებითი პორტფელიც შევთავაზოთ მონაწილეებს. დღეს თუ არის დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი, დაემატება, საშუალო და მაღალრისკიანი. და ამ საშუალო და მაღალრისკიან პორტფელში, როდესაც ჩვენ სტრატეგიას გავწერთ, შეიძლება განვიხილოთ ფონდები გარკვეული ინვესტიციების განხორციელება“, - განაცხადა ბიზნეს სტანდარტში სტუმრობისას საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.
გოგა მელიქიძის თქმით, კანონის ცვლილების შემდეგ მოხდება ამ ფონდები დეტალური ანალიზი და ამის შემდეგ მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილება.
„ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც აქტივების მართვის განვითარება ძალიან კარგია, შექმნის კონკურენციას, მეტ საინვესტიციო სივრცეებს გააჩენს, და ზოგადად მეტ კაპიტალის ალტერნატივას ბანკებთან მიმართებაში“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.