image
11-05-2023

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 44.11%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 5.62% შეადგინა

საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის აპრილის ჩათვლით 44.11%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 5.62% შეადგინა. 2023 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.34 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 510 მილიონი ლარია.